თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირება ტიროლის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირება ტიროლის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია)

მიმდინარე წლის ზაფხულში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-8 და მე-9 სემესტრის სტუდენტები, პროფესორ მანანა ქუთელიას სახელობის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდნენ ინსბრუკში, ტიროლის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია), სადაც სტაჟირება გაიარეს რადიოლოგიისა და ნევროლოგიის განყოფილებებში. 

სტუდენტები მონაწილეობდნენ პაციენტების ანამნეზის შეგროვებაში, ობიექტურ გამოკვლევასა და სხვადასხვა მანიპულაციის ჩატარებაში. მათ გამოცდილება მიიღეს რენტგენოგრაფიული, ულტრასონოგრაფიული, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული, ნეირორადიოლოგიური, მამოლოგიური, უროლოგიური კვლევების განხრით. 

რამდენიმე მათგანი დაესწრო პროფესორ ვილჰელმ აიზნერის ნეიროქირურგიულ ოპერაციას, რაც უაღრესად საინტერესო იყო მათთვის.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირებისას ხელმძღვანელობდნენ: რადიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ვერნერ იაშკე; ნეირორადიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ელკე გიცევსკი; ექოსკოპიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ტომას რეტენბახერი და ექოსკოპიის უფროსი ექიმი კატია პეტროვა-შუმანი. თსსუ-ის სტუდენტები მადლიერებას გამოხატავენ თითოეული მათგანის მიმართ. ასევე, უდიდესი მადლიერებით აღნიშნავენ თსსუ-ის საპატიო დოქტორის, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის  რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმის, ქალბატონ ირმა კვიცარიძის ღვაწლს მათ წარმატებულ სტაჟირებაში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიდ დამსახურებასა და წვლილს მათ სრულფასოვან, მაღალი დონის სამედიცინო განათლებაში.

იხილეთ ინტერპრესნიუსის სტატია

იხილეთ ნიუპოსტის სტატია