თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სოხუმის დაცემის 28-ე წლისთავზე ომში დაღუპული გმირების, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების  ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სოხუმის დაცემის 28-ე წლისთავზე ომში დაღუპული გმირების, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სოხუმის დაცემის დღიდან 28-ე წლისთავს ბრძოლის ველზე დაცემული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების: გიორგი მიროტაძის, ილია მელაძის, ვასილ კილაძის, ნიკოლოზ ღიბრაძისა და რევაზ მუმლაძის სახელების უკვდავსაყოფად აღმართულ  მემორიალთან შეხვდა. 

თსსუ-ის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის ეზოში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ: დაღუპულ სტუდენტთა მშობლები და ოჯახის წევრები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის  სტუდენტები,  სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები,  აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აფხაზეთში დაღუპული ბიჭების შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი ზურაბ ლეშკაშელი და აფხაზეთის ომის ვეტერანი, თადარიგის ვიცე პოლკოვნიკი ლაშა ქოიავა, რომლებიც აგრეთვე თსსუ–ის კურსდამთავრებულები არიან.

შეგახსენებთ, აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირების შედეგად ამ დრომდე 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.