თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო AMEE 2021 წლის ვირტუალურ კონფერენციაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო AMEE 2021 წლის ვირტუალურ კონფერენციაში

2021 წლის 27-30 აგვისტოს ვირტუალურად ჩატარდა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის - AMEE (An International Association for Medical Education) ყოველწლიური კონფერენცია AMEE 2021. კონფერენციაში 3000-მდე დელეგატი მონაწილოებდა მსოფლიოს 93 ქვეყნიდან. AMEE ყოველწლიურად ატარებს კონფერენციებს, სადაც განიხილება სამედიცინო განათლებაში ახალი მეთოდოლოგიები, მიღწევები და მომავალი პერსპექტივები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო AMEE 2021-ში. კონფერენციას ესწრებოდა თსსუ-ის 16 წარმომადგენელი, ღონისძიებაზე თსსუ-ის  თანამშრომლების ავტორობით წარდგენილი იყო 9 პოსტერული მოხსენება. პოსტერების ნაწილი შეიქმნა თსსუ-ში არსებული AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში ჩატარებელი ტრენინგ კურსის- RESME (სამედიცინო განათლების კვლევის უნარები)  ფარგლებში. 

მომდევნო წლის კონფერენცია - AMEE 2022  დაგეგმილია ჰიბრიდულ ფორმატში, რომელიც გაიმართება ლიონში (საფრანგეთი).