თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სტუდენტების მიერ კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის წერილები მიიღო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სტუდენტების მიერ კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის წერილები მიიღო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობასთან დაკავშირებით მადლობის წერილები მიიღო.

აქტიური თანამშრომლობისა და მაღალი სამედიცინო ცოდნის მქონე სტუდენტების მომზადებისთვის სს კლინიკა ,,ჯერარსი“- ს დირექტორი ირმა მჟავანაძე,  შპს ,,ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ დირექტორი სოლომონ ფუტკარაძე და შპს ,,კლინიკა  ბომონდი“-ს დირექტორი, პროფესორი მამუკა მიქაძე თსსუ-ის უნივერსიტეტს  მადლობას უხდიან.

წერილებში აღნიშნულია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები  დიდ გულისხმიერებასა და პროფესიულ ერთგულებას იჩენენ თითოეული პაციენტის დასახმარებლად, შესაბამისად, სტუდენტებს დიდი ღვაწლი აქვთ კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში.