თსსუ შეუერთდა საერთაშორისო პროექტს ,,Unique

თსსუ შეუერთდა საერთაშორისო პროექტს ,,Unique

თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ინიციატივით ჩვენი ქვეყანა შეუერთდა საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,Unique”-ის მიერ წამოწყებულ საერთაშორისო პროექტს.

პროექტის მიზანია შეიქმნას საინფორმაციო გზამკვლევები სხვადასხვა ქრომოსომული და გენური დაავადების შესახებ. ორგანიზაცია ,,Unique“-ის ვებ-გვერდზე საინფორმაციო მასალა ხელმისაწვდომია ინგლისურ და სხვა რამდენიმე ენაზე, რომელთა ნუსხას ქართულიც შეემატა. პროექტის ხელმძღვანელები არიან თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის  პროფესორი თინათინ ტყემალაძე და ემერიტუსი ელენე აბზიანიძე, ხოლო კოორდინატორი - ასოცირებული პროფესორი ქეთევან კანკავა.

გზამკვლევების თარგმნაში აქტიურად არის ჩართული თბილისის სახლმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 80-ზე მეტი სტუდენტი, რედაქტირებას კი თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ახორციელებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ენაზე იშვიათი დაავადებების შესახებ ცნობადობის ასამაღლებელი მსგავსი ფორმატის და მასშტაბის მქონე პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, ორმაგად სასიხარულოა, რომ ამ დიდ საქმეში წვლილი შეაქვთ მომავალი ექიმების ახალ თაობას - ჩვენს სტუდენტებს.

გზამკვლევების სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.rarechromo.org/disorder-guides/

საიტზე დაავადებების სია მუდმივად განახლდება