თსსუ-ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე აღინიშნა

თსსუ-ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე აღინიშნა

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ემორის უნივერსიტეტისა (აშშ, ატლანტა) და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს, USAID-ის მხარდაჭერილი პროექტის პრეზენტაცია.

„ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში“ - პროექტის განმახორციელებელმა პარტნიორებმა ღონისძიებაზე მიწვეულ დაინტერესებულ საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია: პროექტის მიზნების, ამოცანების, ორი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებისა და, ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ.

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისა და აშშ განვითარების სააგენტოს, USAID-ის პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები გახლავთ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ (CIL), კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის” (PFID) და მაკლეინის ასოციაცია საქართველოში (MAC Georgia).

პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის წევრები, ადამიანის უფლებადამცველები, ფიზიკური რეაბილიტაციის სექტორში მომუშავე პროფესიონალები, შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და ა.შ.



საქართველოს პირველი არხი ღონისძიების შესახებ