თსსუ-ის აკადემიური პერსონალი საერთაშორისო ფორუმზე

თსსუ-ის აკადემიური პერსონალი საერთაშორისო ფორუმზე

2019 წლის 4-6 სექტემბერს ევროპის სამეცნიერო ჟურნალის მიერ ორგანიზებული იქნა ევრაზიის საერთაშორისო მულტიდისციპლინარული ფორუმი ქალაქ ბათუმში.

ფორუმში მონაწილეობდნენ ევროპის, ამერიკისა და საქართველოს დელეგაციები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმოადგენდნენ: პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე და ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე.  ფორუმზე წარდგენილი იქნა სამეცნიერო ნაშრომები, განათლებაში, მედიცინაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ასევე, საკანონმდებლო და იურიდიულ საკითხებზე.

განსაკუთრებით აღინიშნა სამეცნიერო ნაშრომები მედიცინასა და ჯანდაცვაში. მათ შორის დიდი შეფასება მიეცა ჩვენი უნივერსიტეტიდან წარდგენილ სამეცნიერო ნაშრომს და ეს მრავალგზის აღინიშნა ფორუმის მიმდინარეობის დროს. ფორუმის მასალები და სამეცნიერო სტატიები მიმდინარე წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ევროპის სამეცნიერო ჟურნალში.