თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტი, ცოტნე გვასალია ბროლის ბუს მფლობელი გახდა

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტი, ცოტნე გვასალია ბროლის ბუს მფლობელი გახდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტმა, ცოტნე გვასალიამ ელიტარულ ინტელექტუალურ სატელევიზიო გადაცემაში „რა? სად? როდის?” დიდი წარმატებით იასპარეზა: მან ელიტარული კლუბის მოაზროვნის სტატუსი მიიღო და  ფულად პრიზთან ერთად ბროლის ბუს მფლობელი გახდა. 

2020 წლის ზაფხულის სერიის ფინალურ თამაშში ნინო ბერიშვილის კაპიტნობით მოაზროვნეთა ექვსეულმა მაყურებლების წინააღმდეგ ანგარიშით 6:5 გაიმარჯვა. მოთამაშეთა სასარგებლოდ გუნდს გამარჯვება ფინალში ცოტნე გვასალიამ სუპერბლიცის გამოცნობით მოუტანა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ელიტარულ კლუბში „რა? სად? როდის?” მოაზროვნეების ახალ პლეადაში თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტი, ცოტნე გვასალია ყველაზე ახალგაზრდა წევრია. იგი 21 წლის ახლახანს გახდა. სტუდენტური ცხოვრებისა და სწავლის პარალელურად, ცოტნე მონაწილეობს ინტელექტუალურ სატელევიზიო გადაცემებში. გასულ წელს მან წარმატებით იასპარეზა სატელევიზიო შოუში „წიგნების თარო”.