თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის მოკლევადიანი ტრენინგები

თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის მოკლევადიანი ტრენინგები

2021 წლის დეკემბრის დასაწყისში (1 – 5 დეკემბერი) ქ. ქუთაისში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის „მედიქალსიტის“ ბაზაზე, წარმატებით ჩატარდა თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის მოკლევადიანი ტრენინგები აკრედიტებული პროგრამებით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ექიმებსა და ექთნებისათვის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ქუთაისის ასევე ქალაქ თერჯოლის კლინიკების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების თანამშრომლები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთანამშრომლობას თსსუ-ის  აფილირებულ კლინიკებთან.