თსსუ-ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების VI სამედიცინო სასწავლო კონფერენცია

თსსუ-ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების VI სამედიცინო სასწავლო კონფერენცია

2022 წლის 18 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა "მეექვსე სამედიცინო სასწავლო კონფერენცია – 6th Medical Teaching Conference [MTC]".  

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ მოხსენებებები მედიცინის უახლეს მიღწევებსა და მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზე. ღონისძიებაზე წარდგენილი მოხსენებებიდან ჟიურის მიერ დასახელდა სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი: 

ნიკოლოზ ცომაია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პირველი სემესტრის სტუდენტი - "უჯრედის პროგრამირებული სიკვდილის როლი ნერვული ქსოვილის განვითარებაში";

ირაკლი ყაზაიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეთერთმეტე სემესტრის სტუდენტი  - "კომბინირებული ენდოვასკულარული და მიკროქირურგიული მკურნალობა ცერებროვასკულარული დაავადებების დროს";

გიგი გორგაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეშვიდე სემესტრის სტუდენტი - "SARS-COV-2 ვაქცინის დამცველობითი როლი COVID-19- ის მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში მძიმე დაავადებისა და სიკვდილიანობის  პრევენციისთვის".

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული მოხსენებები დაიბეჭდება ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების სამეცნიერო ნაშრომთა ყოველწლიურ კრებულში.