თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის კიდევ ერთი წარმატება

თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის კიდევ ერთი წარმატება

ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულმა პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა  დიდი გავლენა იქონია თითქმის ყველა სფეროზე, მათ შორის კულტურაზეც. ვირუსით გამოწვეული უდიდესი პრობლემების მიუხედავად, მსოფლიოს სხვადსახვა ქვეყნებში (იტალია, ჩეხეთი, ინგლისი და ბულგარეთი) ფოლკლორული ფესტივალები ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. 

ღონისძიების ფორმატისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, მონაწილე ქვეყნებმა ორგანიზატორებს  ანსამბლების  სარეკლამო ფოტო-ვიდეო მასალები და ასევე 10 წუთიანი საკონცერტო პროგრამები გაუგზავნეს, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით ვრცელდებოდა. 

ფესტივალებზე მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი, რომლის ვიდეო საკონცერტო გამოსვლამ მაღალი შეფასება დაიმსახურა, რისი დასტურიც არის ინგლისიდან და ბულგარეთიდან გამოგზავნილი დიპლომი და სერტიფიკატი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ჩვენს სტუდენტებს,  ანსამბლის წევრებს და ხელმძღვანელობას  კიდევ ერთ წარმატებას.