თსსუ-ის სტუდენტების აქტივობა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

თსსუ-ის სტუდენტების აქტივობა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

2018 წლის 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ეზოში გაიმართა დასუფთავების აქცია. ღონისძიების ორგანიზატორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საინიციატივო ჯგუფი -,, სტუდენტები სტუდენტებისთვის“ იყო.  

5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ეს დღე გარემოსდაცვით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს ეძღვნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანი საზოგადოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაა.