თსსუ-ის სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

თსსუ-ის სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 170 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად დაღუპულ გმირებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.