თსსუ-ის სტუდენტის კიდევ ერთი სპორტული წარმატება

თსსუ-ის სტუდენტის კიდევ ერთი სპორტული წარმატება

2019 წლის  13-17 ნოემბერს ახალგაზრდა და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი კრივში, სადაც უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა გიორგი ჭიღლაძემ  პირველი ადგილი დაიკავა .

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გულითადად ულოცავს გიორგი ჭიღლაძეს კრივში საქართველოს ჩემპიონობას.