თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სპორტული ფესტივალის - "Ludus-ის ” ფარგლებში, გაიმართა ტურნირი ფეხბურთში, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლები.
ტურნირის ფარგლებში გამოვლინდა სამი საუკეთესო გუნდი: "Alfaisaly", "ლომები", "Brazzers69". საუკეთესო მეკარედ დასახელდა - თორნიკე ფუტკარაძე, ტურნირის ბომბარდირი კი, გახდა გეგი ბაქრაძე.
პრიზიორი გუნდები დააჯილდოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე - რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ და ყოფილმა ოლიმპიურმა სპორტსმენმა გელა კეტაშვილმა.
ფინალსა და დაჯილდოვების პროცესს ესწრებოდნენ თსსუ-ის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.