თსსუ-ის უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, დავით თოფურია  საქმიანი ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა

თსსუ-ის უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, დავით თოფურია საქმიანი ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, ადამიანის ნორმალურ ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია, 28 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით საქმიანი ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა.

„ერაზმუს +“ - ის  პროგრამის ფარგლებში ლექციათა კურსის ჩატარებისთვის ბატონი დავითი ქ.პიზის უნივერსიტეტს ეწვია.  ასოც. პროფესორმა ლექციები წაიკითხა უნივერსიტეტის მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის. ასევე, უნივერსიტეტის ანატომიის დეპარტამენტისა და კლინიკის თანამშრომლებისთვის. 

ვიზიტის ფარგლებში ასოც. პროფესორი დავით თოფურია პიზის უნივერსიტეტის ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დაიგგეგმა თანამშრომლობა თსსუ-სა და პიზის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში.