თსსუ-ის ვიცე რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა სოფიო ბახტაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის ტვინის საბჭოს (EBC) სხდომის მუშაობაში

თსსუ-ის ვიცე რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა სოფიო ბახტაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის ტვინის საბჭოს (EBC) სხდომის მუშაობაში

2021 წლის 8 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა სოფიო ბახტაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის ტვინის საბჭოს (EBC)სხდომის მუშაობაში. იგი აღნიშნულ ორგანიზაციაში   ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების წარმომადგენელია. ევროპის ტვინის საბჭო  დაარსდა ბრიუსელში, ევროკავშირის ეგიდით და წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტებს ნევროლოგიასა და ფსიქიატრიაში. მისი მიზანია შეისწავლოს მენტალური და ნევროლოგიური დაავადებების მქონე  ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები.

ამჟამად, აღნიშნული ორგანიზაციის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს აუტიზმის, ფენილკეტონურიის, დისტონიის და ატაქსიის მქონე პირთა მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ მიზნით ევროპის ტვინის საბჭოს ინიციატივით მიმდინარეობს პროექტი  სახელწოდებით „Value of Treatment Project for Rare Neurological Diseases & Mental Disorders 2019-2021”.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სხდომაზე ასოცირებული პროფესორი  სოფიო ბახტაძე მიწვეული გახლდათ სხდომის თავჯდომარის სტატუსით.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

 

https://live.eventtia.com/en/aaf6/Programme-and-Speakers