თსსუ-ის წარმომადგენლებმა Erasmus+ CBHE LIFESTRAND-ის დასკვნით და დისემინაციის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

თსსუ-ის წარმომადგენლებმა Erasmus+ CBHE LIFESTRAND-ის დასკვნით და დისემინაციის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

ბათუმში Erasmus+ Capacity Building in Higher Education (CBHE) პროექტ LIFESTRAND-ის დასკვნითი\შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე სამწლიანი პროექტის პერიოდში შესრულებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში წარადგინეს.

პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, რომლებიც ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ირმა მანჯავიძის ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის შედეგები, განიხილეს პარტნიორი ინსტიტუციების გამოცდილება, პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფის მექანიზმები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის განხორციელებულ პრაქტიკულ აქტივობებზე.

თსსუ-ის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პროექტის მენეჯერი და Erasmus+ ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი, კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის მთავარი სპეციალისტი ნანა ჯიქიძე, მოწვეული მასწავლებლები თორნიკე ფუტკარაძე და ლადო გაბეჩავა.