თსსუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევრაზიის ქირურგთა და გასტროენტეროლოგთა მე-18 კონგრესში

თსსუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევრაზიის ქირურგთა და გასტროენტეროლოგთა მე-18 კონგრესში

2019 წლის 11-14 სექტემბერს, ბაქოში (აზერბაიჯანი) ჩატარდა ევრაზიის ქირურგთა და გასტროენტეროლოგთა მე-18 კონგრესი. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოდან ჩასულმა ოცდასამმა  ქირურგმა და ექვსმა გასტროენტეროლოგმა, სულ 29 დელეგატი. საქართველოდან კონგრესის შრომათა კრებულში 52 ნაშრომი დაიბეჭდა.  სულ კონგრესზე ნაშრომი წარადგინა მსოფლიოს 1200-ზე მეტმა ქირურგმა და გასტროენტეროლოგმა. 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 10 თანამშრომელი: პროფესორები ნოდარ ლომიძე, გია თომაძე, მერაბ ბუაძე, დავით გორდელაძე, ზურაბ კაკაბაძე;  ასოცირებული პროფესორები: ლალი ახმეტელი, დავით მაღალაშვილი და თამარ ყანდაშვილი; ასისტენტ პროფესორები: ლიანა საგინაშვილი  და გია აზმაიფარაშვილი. კონგრესის მონაწილე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა თანამშრომლის ნაშრომი შევიდა კონგრესის შრომათა კრებულში.