თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის ვიზიტი გაბრიელე დ'ანუნციოს უნივერსიტეტში

თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის ვიზიტი გაბრიელე დ'ანუნციოს უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტია 2020 წლის 7-8 თებერვალს ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ქ. კიეტიში (იტალია).

ასოცირებულმა პროფესორმა გაბრიელე დ'ანუნციოს უნივერსიტეტში, მედიცინის, პირის ღრუს და ბიოტექნოლოგიური მეცნიერებების დეპარტამენტში  გაიარა ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი "Additive Prosthodontics, New way for worn teeth patients treatment", რომელიც ეხებოდა კბილების ცვეთის მქონე პაციენტების პირის ღრუს მკურნალობას და რეაბილიტაციას.  კურსის ავტორი და განმახორციელებელი იყო მასპინძელი დეპარტამენტის დეკანი, პროფესორი კამილო დ'არკანჯელო.

სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღო ევროპის 14 ქვეყნის წარმომადგენელმა.  პირველ დღეს მათ ჩაუტარდათ თეორიული ნაწილი, ხოლო მეორე დღეს უკვე თავად შეეძლოთ ფანტომებზე პირადად განეხორციელებინათ მანიპულაციები.