მეცნიერების საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მეცნიერების საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ყოველწლიურად 10 ნოემბერს მსოფლიო მეცნიერების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ივანე  თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა თსსუ-ის  შინაგან დაავადებათა N1 დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ კახაბერ ჭელიძის საჯარო ლექცია - "ნაწლავური მიკრობიოტა და ათეროსკლეროზი".  

ლექციას უნივერსიტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევარები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა შინაგანი მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა - მიკრობიოტა, მიკრობიომი, ეუბიოზი, დისბიოზი და მათი კავშირი ათეროსკლეროზთან. 

"შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. დღეს ვისაუბრეთ მედიცინის ახალ, უაღრესად საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებაზე, როგორიც გახლავთ ნაწლავური მიკრობიოტა და მის კავშირზე სხვადასხვა დაავადებებთან, თუმცა ძირითადი აქცენტები ათეროსკლეროზთან მიმართებაში იქნა გაკეთებული“, - განაცხადა პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, პროფესორ სოფიო ბახტაძის შეფასებით, საჯარო ლექციები ხელს უწყობს სტუდენტებს შორის პროფესიული და სამეცნიერო ცოდნის გავრცელებას. ქალბატონმა სოფიომ იმედი გამოთქვა, რომ მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები უნივერსიტეტში  ტრადიციულ  ხასიათს მიიღებს.