XΙ საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენცია თემაზე _ჯანმრთელობა და ეკოლოგია

XΙ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე _ჯანმრთელობა და ეკოლოგია

მიმდინარე წლის 4-6 ოქტომბერს ხონში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ჩაატარა XΙ საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენცია თემაზე  „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს, აგრეთვე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თ. ჩიქოვანმა,  პროფესორებმა ნ. გორგასლიძემ, ნ. ანთელავამ და სხვებმა. კონფერენციის მუშაობაში, ასევე, აქტიური მონაწილეობა მიიღეს შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის კოლექტივმა, დირექტორის, ქალბატონ რ. ჯავახაძის ხელმძღვანელობით,  სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და უცხოელმა სტუმრებმა, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. კონფერენციას ესწრებოდნენ, აგრეთვე, ხონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.

კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებები გააკეთეს პროფესორებმა: რ. კვერენჩხილაძემ, რ. ჯავახაძემ, შ. ზარნაძემ, თ. შენგელიამ და სხვებმა. ასევე: დოქტორანტმა გ. ლილუაშვილმა, მაგისტრანტმა გ. ბაიდოშვილმა. კონფერენციაზე დიდი ყურადღება დაეთმო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს და მიღწეულ შედეგებს, ეკოტურიზმის სამედიცინო ასპექტებს, აზბესტის პრობლემას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა აქტუალურ საკითხებს.

ტრადიციულად, კონფერენციის მსვლელობისას ხდება გახსენება იმ მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზატორების, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს დარგის განვითარებაში. ამჯერად, კონფერენციის მონაწილეებმა გაიხსენეს ჯანდაცვის ორგანიზატორი ზ. ფუტკარაძე. 

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ი. მჭედლიშვილმა.