ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში

2018 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურმა კლინიკამ ტრადიციულად ბავშვებს უმასპინძლა. წელს, კლინიკა #211 ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ესტუმრნენ.

კლინიკა საზეიმოდ იყო მორთული და სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. ბავშვთა სტომატოლოგმა ნანა ყიფიანმა საინტერესო პრეზენტაცია მოაწყო, სადაც დეტალურად ისაუბრა სტომატოლოგთან პირველი ვიზიტის მნიშვნელობაზე. კლინიკის დირექტორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლიკა სანოძე, მოადგილე სამკურნალო დარგში სოფო ჭინჭარაძე, ბავშვთა სტომატოლოგები და რეზიდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ შესანიშნავ ღონისძიებაში.

მადლიერი პატარები კლინიკის აქტივობას ლექსით, სიმღერითა და ცეკვით შეუერთდნენ.. საქველმოქმედო ღონისძიების მხარდამჭერი ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგა გახლდათ.