დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

დიაბეტის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 14 ნოემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ამ დაავადების შესახებ მოსახლეობის  ცნობიერების ამაღლება.

დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სასტუმროში - Holiday Inn გაიმართა ენდოკრინოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მოხსენებით "დიაბეტი - გზა ეგვიპტიდან ინსულინამდე" წარსდგა თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე გორდელაძე. 

კონფერენციაში ჩართულნი იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლები, ენდოკრინოლოგები სხვადასხვა კლინიკებიდან და ამ დარგში მოღვაწე ექიმები მეზობელი ქვეყნებიდან.  

კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ინსულინოთერაპიის პრინციპები, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების უპირატესობები. 

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და გამოირჩეოდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.