ახალგაზრდა პათოლოგანატომის გამარჯვება

ახალგაზრდა პათოლოგანატომის გამარჯვება

თეონა  მუზაშვილი,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  დოქტორანტი,  თსსუ-ის   პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში  დასაქმებული ახალგაზრდა პათოლოგანატომი -   ევროპის პათოლოგთა საზოგადოების  მიერ გამოცხადებული გრანტის ,,Giordano Fellowship’’ -ის გამარჯვებულია.  პროფესორ ალფონსო  ჯორდანოს    სახელობის  გრანტი       ახალგაზრდა  პათოლოგანატომების  კვალიფიკაციის  ამაღლებას  უზრუნველყოფს   ევროპის   ტრენინგ  ცენტრებში.    დასახელებული  პროგრამის  ფარგლებში   თეონა  მუზაშვილი   . გაემგზავრება გერმანიაში, ერლანგენის უნივერსიტეტში და იმუშავებს უროგენიტალური ტრაქტის პათოლოგიაში დარგის   წამყვან  სპეციალისტთან, პროფესორ არნდტ  ჰარტმანთან ერთად.