დნმ-ის დღე ესეების კონკურსი

დნმ-ის დღე ესეების კონკურსი

25 აპრილს მთელ მსოფლიოში დნმ-ის საერთაშორისო დღე ესეების კონკურსით აღინიშნება.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების  ორგანიზებით საქართველო წელს უკვე მეშვიდედ შეუერთდა ამ კონკურსს.

კონკურში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან, მათ შორის,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან,  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

,,ესეების კონკურსი 2021“-ზე წარდგენილი იყო 42 ნაშრომი, რომლებიც საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ექსპერტებმა შეაფასეს.

გამარჯვებულები:

I ადგილი – დათა კეკუტია და ნინო ხაბაზი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი.

II ადგილი – ელენე ივანიაშვილი და საბა ბირკაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი  (საქართველო), ბიოქიმიის ფაკულტეტი.

III ადგილი – ნინო ნადირაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტი,მოლეკულური ბიომეცნიერებები.

გამარჯვებულებს გადაეცად ფულადი პრიზები: I ადგილი – 300 ლარი, II ადგილი – 200 ლარი, III ადგილი – 100 ლარი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კონკურსის ორგანიზატორების სახელით მადლობას უხდის ყველა მონაწილეს და ექსპერტს.

დამატებითი ინფორმაცია და ესეები  იხილეთ აქ