ევროპის ტვინის საბჭოს მმართველთა კომიტეტის სხდომაზე თსსუ-ის ვიცე-რექტორმა მოხსენება წარადგინა

ევროპის ტვინის საბჭოს მმართველთა კომიტეტის სხდომაზე თსსუ-ის ვიცე-რექტორმა მოხსენება წარადგინა

2020 წლის 23 სექტემბერს ბრიუსელში (ბელგია), ევროკავშირის სათავო ოფისში ევროპის ტვინის საბჭოს მმართველთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. ღონიძიებაზე საბჭოს მმართველთა კომიტეტის წევრმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა სოფიო ბახტაძემ წარადგინა შემაჯამებელი მოხსენება „ტვინის ინოვაციის დღეების“ შესახებ.

ღონისძიების ორგანიზატორი და მხარდამჭერი  ევროკავშირი გახლავთ. კომიტეტის სხდომები  ერთი წლის განმავლობაში ჩატარდება  და მის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ღონიძიების მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ევროპის წამყვანი ნევროლოგები და ფსიქიატრები.

მსოფლიოში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით 23 სექტემბერს გამართული ევროპის ტვინის საბჭოს მმართველთა კომიტეტის სხდომა  ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.