გერმანელმა პროფესორებმა გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის კლინიკაში ოპერაციები ჩაატარეს

გერმანელმა პროფესორებმა გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის კლინიკაში ოპერაციები ჩაატარეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ დუისბურგის (გერმანია) ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები, თსსუ-ის საპატიო დოქტორები: ჰელმუტ ზიბერი, ანდრეას ჰამმახერი, ვიქტორ ვაილერტი.  3 ივნისს მათ თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციები ჩაატარეს,  ხოლო 5 და 6 ივნისს კი  ურთულესი თანდაყოლი მანკების 11 ოპერაცია  ჩაატარეს, მათ შორის აღსანიშნავია:  საფეთქელ-ქვედაყბის ძვლოვანი ანკილოზი; ცხვირის თანდაყოლილი ნაპრალის რეკონსტრუქციული ოპერაცია (რინოპლასტიკა); ზედა ტუჩის თანდაყოლილი ნაპრალის რეკონსტრუქციული ოპერაცია (ჰეილოპლასტიკა); სახის თანდაყოლილი ნაპრალის რეკონსტრუქციული ოპერაცია (ურანოპლასტიკა).

ასევე, ვიზიტის ფარგლებში, გერმანელმა პროფესორებმა  ლექციები წაიკითხეს აქტუალურ საკითხებზე თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.


ვიდეო