კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში დიდი ბრიტანეთიდან აკვათერაპევტი იმყოფებოდა

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში დიდი ბრიტანეთიდან აკვათერაპევტი იმყოფებოდა

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას ფიზიკური თერაპევტი და აკვათერაპიის სპეციალისტი, კლინიცისტი ქალბატონი ჟაკლინ პატმანი ესტუმრა. 

ქალბატონი ჟაკლინი დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდა, რათა თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისა და ქართველი აკვათერაპევტებისთვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდების დანერგვაში დახმარებოდა. 

„ჩემი გამოცდილება, რომელსაც კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში სპეციალისტებს ვუზიარებ, მოიცავს აკვათერაპიის პრინციპებს, ჰიდროსტატიკისა და ჰიდროდინამიკის შესწავლას და მათი გამოყენების აუცილებლობას კლინიკურ პრაქტიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია აკვათერაპევტმა განიმტკიცოს თვითრწმენა, რომ შეძლოს ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებთან მუშაობა“, - ამბობს ქალბატონი ჟაკლინი.

აღსანიშნავია, რომ ჟაკლინ პატმანი დიდი ბრიტანეთის ლიცენზირებულ აკვათერაპევტთა ასოციაციის თანათავმჯდომარეა, რომელიც ფიზიკურ თერაპევტთა საზოგადოების პროფესიულ ქსელს წარმოადგენს.