კონფერენცია- DÜRR Dental-ის აკადემიის მოწინავე ტექნოლოგიები და უახლესი კონცეფციები პაროდონტიტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების პროფილაკტიკასა და მკურნალობაში

კონფერენცია- DÜRR Dental-ის აკადემიის მოწინავე ტექნოლოგიები და უახლესი კონცეფციები პაროდონტიტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების პროფილაკტიკასა და მკურნალობაში

2018 წლის 12-13 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „DÜRR Dental-ის აკადემიის მოწინავე ტექნოლოგიები და უახლესი კონცეფციები პაროდონტიტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების პროფილაკტიკასა და მკურნალობაში“. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, გერმანული კომპანია DÜRR Dental-ი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრი HBI-dentImplant-ი და კომპანია Dentstal-ი.

12 მაისს კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა მ.მ.დ., პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი, თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელ-ლი, მარინა მამალაძე.

მოხსენებით გამოვიდნენ:

1. ანდრეი რენზი: ,,პროფილაქტიკა - პირის ღრუს ჯანმრთელობისა და ლამაზი ღიმილის საწინდარი“, „VistaCam iX-ი - ოპტიკური სისტემა კარიესის დიაგნოსტიკაში და VistaScan Mini - ახალი შესაძლებლობები, - კომპანია DÜRR Dental-ის მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპაში;

2. მანანა ივერიელი: „პირის ღრუს ლორწოვანის და ტუჩის დაავადებების დიფერენციული დიაგნოსტიკა და მკურნალობის პრინციპები", - მ.მ.დ., პროფესორი, თსსუ-ის პაროდონტისა და პირის ღრუს დაავადებათა დეპარტამენტის ხელ-ლი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;

3. ნინო აბაშიძე: ,,პაროდონტიტის კონსერვატული მკურნალობა - ძირითადი რგოლი დაავადების მართვაში“, - მ.მ.დ., თსსუ-ის პაროდონტისა და პირის ღრუს დაავადებათა დეპარტამენტის ასოც. პროფესორი, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრ HBI-dentImplant-ის კლინიკური დირექტორი; საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;

4. ელენა სტარიკოვა (რუსეთი): ,,Vector სისტემა - ნაკლებ ინვაზიური მეთოდი პაროდონტიტის და მასთან შეჯვარებული პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა მკურნალობაში”, - მ.მ.კ., კომპანია DÜRR Dental-ის კონსულტანტი.

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია აკრედიტებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ და მინიჭებული ჰქონდა უპგ 5 ქულა. მას ესწრებოდნენ თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ექიმი-სტომატოლოგები, რეზიდენტები და თსსუ-ის სტუდენტები.