კონფერენცია თემაზე - ტკივილის მართვა სტომატოლოგიაში

კონფერენცია თემაზე - ტკივილის მართვა სტომატოლოგიაში

 
   

2018 წლის 13 აპრილს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და კომპანია  BERLIN-CHEMIE/MENARINI-ის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „ტკივილის მართვა სტომატოლოგიაში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში მოღვაწე წამყვანი სტომატოლოგები  სხვადასხვა სტომატოლოგიური კლინიკებიდან.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი, თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე.

სპიკერები ძალზედ საინტერესო ფორმატით წარსდგნენ ფართო აუდიტორიის წინაშე. თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ჭიპაშვილმა წარმოადგინა „ტკივილის მართვის 3D პრინციპი სტომატოლოგიაში - მკურნალობის სტრატეგია“, ხოლო პროფესორმა მარინა მამალაძემ დეტალურად განიხილა თემა - „ფარმაკოუსაფრთხოება -ახალი მონაცემები და დასკვნები ნიმესულიდზე“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებით გამოვიდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ნინო წილოსანი და საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გალაქტიონ მახვილაძე. კონფერენცია საინტერესო დისკუსიით გაგრძელდა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, არამარტო დამსწრე საზოგადოება, არამედ ფარმაცევტული კომპანია BERLIN-CHEMIE/MENARINI-კომპანიის წარმომადგენლებიც.

საღამო  სერტიფიკატების გადაცემით და სასიამოვნო ვახშმით დასრულდა.