კონფერენცია  ”ინოვაციური მიდგომები ლაბორატორიულ მედიცინაში“

კონფერენცია ”ინოვაციური მიდგომები ლაბორატორიულ მედიცინაში“

2019 წლის 12 ოქტომბერს,     საერთაშორისო კონფერენცია  ,,ინოვაციური მიდგომები ლაბორატორიულ მედიცინაში“ გაიმართა,  რომლის ორგანიზატორი  იყო ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაცია,  ხოლო მხარდამჭერი -    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების ძირითადი მიზანი ლაბორატორიული მედიცინის განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება იყო. 

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა  კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციის (IFCC) პრეზიდენტმა, დოქტორმა მაურიციო ფერარიმ. 

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ  ლაბორატორიისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები, კლინიცისტები , ასევე  საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები,  მათ შორის - რუმინეთიდან, უკრაინიდან და ისრაელიდან  მოწვეული მეცნიერები.

მომხსენებლებმა  განიხილეს  ლაბორატორიული მედიცინის მნიშვნელოვანი საკითხები   კლინიკური, ექსპერიმენტული,  საგანმანათლებლო  და  საორგანიზაციო  მიმართულებით. კონფერენციაზე განსაკუთრებული  ყურადღება  დაეთმო   დარგში მიმდინარე   ახალი  მეთოდოლოგიების,  მიდგომებისა  და პროექტების  განხილვას.  

კონფერენცია ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია.  ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.