ლექცია თემაზე - საინტერესო შემთხვევები ტრავმატოლოგიაში

ლექცია თემაზე - საინტერესო შემთხვევები ტრავმატოლოგიაში

2019 წლის 27 მაისს 15:00 საათზე თსსუ-ის  "საბჭოების დარბაზში" გაიმართა  საჯარო ლექცია თემაზე ,,საინტერესო შემთხვევები ტრავმატოლოგიაში", რომელსაც წარუძღვა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ასოცირებული პროფესორი, ტრავმატოლოგი ლევან ჩიკვატია.

ლექციის დასაწყისში სტუდენტებს სიტყვით მიმართეს ორგანიზატორებმა,  თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიხეილ დიაკონიძემ და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ფუტკარაძემ. 

ლექციაზე განხილულ იყო როგორც საინტერესო შემთხვევები ტრავმატოლოგიაში, ასევე ზოგადად ექიმის პროფესიის მნიშვნელობა და ვალდებულებები. ლექციის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.