პროფესორ იუსეფ იჰაბ მოჰამედ ტევფიკის (ვესტმინსტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

პროფესორ იუსეფ იჰაბ მოჰამედ ტევფიკის (ვესტმინსტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2020 წლის 17 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორი იუსეფ იჰაბ მოჰამედ ტევფიკი და მისი მეუღლე, პროფესორი სუნდუს ტევფიკი (დიდი ბრიტანეთი). მათ ახლდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი რემა ღვამიჩავა.

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე; სასწავლო პროცესების მართვის, შეფასების და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი რუსუდან რუხაძე; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ირინა კვაჭაძე; მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი; მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თინათინ კილასონია.

პროფესორმა იუსეფ იჰაბ მოჰამედ ტევფიკმა ისაუბრა ვესტმინსტერის უნივერსიტეტის სტრუქტურასა და სამომავლო ხედვაზე, აღნიშნა, რომ ვესტმინსტერის უნივერსიტეტი მზადაა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, ეს იქნება დასაწყისი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისა, რაც სარგებლობას მოუტანს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში. საუბარი შეეხო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებასა და პერსპექტივებს.

ამავე დღეს, პროფესორმა იუსეფ იჰაბ მოჰამედ ტევფიკმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტების და აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხა ლექცია „კიბო და ნუტრიციოლოგია“, აუდიტორიას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პროფესორი სუნდუს ტევფიკიც ესაუბრა.