პროფესორ ჯეიმს რ. კონორის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

პროფესორ ჯეიმს რ. კონორის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 29 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია M.S. Hershey PennState Medical Center-ის (აშშ) ნეიროქირურგიული კვლევების თავმჯდომარის მოადგილე, ნევროლოგი, ნერვულ და ქცევით მეცნიერებათა მკვლევარი, პროფესორი ჯეიმს რ. კონორი, რომელსაც ახლდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორი ნოდარ სურგულაძე.

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ექსპერიმენტული და პრეკლინიკური ანატომიის დეპარტამენტის პროფესორი ზურაბ კაკაბაძე,  კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათელა ოკუჯავა, ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკის და ტოპიკური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის პროფესორი მაია ბერიძე და ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნანა გელაძე.

პროფესორმა ჯეიმს რ. კონორმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია M.S. Hershey PennState Medical Center-ის დეპარტამენტებისა და იქ მიმდინარე კვლევითი სამუშაოების შესახებ, რის შემდეგაც  მოუსმინა პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევით სამუშაოებზე ნეირომეცნიერებების მიმართულებით. მან აღნიშნა, რომ უაღრესად საინტერესოდ ესახება თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და მოხარული იქნება, თუ მომავალში შესაძლებელი გახდება ერთობლივი სამეცნიერო კვლევების  განხორციელება.