პროფესორ რონალდ ბლეისის ლექციათა კურსი თსსუ-ში

პროფესორ რონალდ ბლეისის ლექციათა კურსი თსსუ-ში

2018 წლის 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტში  ლექციათა კურსის წასაკითხად  იმყოფებოდა თსსუ-ის საპატიო დოქტორი,   ქალაქ უტრეხტის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის  ადამიანის ნორმალური  ანატომიისა და ქირურგიული სპეციალობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი  რონალდ ბლეისი. უცხოელმა პროფესორმა  ლექციათა კურსი  წაუკითხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა  და სტომატოლოგიის ფაკულტეტის   ქართულ და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებს.

ლექციათა ციკლი შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: საჭმლის მომნელებელი სისტემა, სახის კუნთები, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა საზაფხულო სკოლა-სტაჟირება უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში.