საერთაშორისო კონფერენცია „ფარისებრი ჯირკვლის ენდოსკოპიური ქირურგია - თანამედროვე მიდგომები“.

საერთაშორისო კონფერენცია „ფარისებრი ჯირკვლის ენდოსკოპიური ქირურგია - თანამედროვე მიდგომები“.

მიმდინარე წლის  26 იანვარს ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრის -„ენმედიცის“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „კიბოს საწინააღმდეგო საქართველოს ეროვნული ფონდის“ ორგანიზებით,   „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ფარისებრი ჯირკვლის ენდოსკოპიური ქირურგია - თანამედროვე მიდგომები“. კონფერენციის მხარდამჭერი იყო  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრ,თურქეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (TIKA).
 
კონფერენცია გახსნა „ენმედიცის“ ქირურგმა ლევან რამიშვილმა, რის შემდეგაც მონაწილეებს მიესალმა  ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრის -„ენმედიცის“ გენერალური დირექტორის მოადგილე - ხათუნა კეკელაშვილი;
კონფერენციის მონაწილეებს მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ; მან კიდევ ერთხელ აღნიშნა კონფერენციის - „ფარისებრი ჯირკვლის ენდოსკოპიური ქირურგია - თანამედროვე მიდგომები“ დიდი მნიშვნელობა, მითუმეტეს, რომ  ბოლო წლების განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები საქართველოშიც და მსოფლიოშიც საგრძნობლად მატულობს. ამასთანავე, ხაზი გაუსვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის როლს მედიცინის სფეროში კადრების მომზადების თვალსაზრისით, აღნიშნა რომ თსსუ უკვე ტრადიციულად არის მსგავსი მაღალი დონის კონფერენციების ინიციატორი და მხარდამჭერი, რითიც დიდ სამსახურს უწევს მედიცინის განვითარებას საქართველოში.
აუდიტორიას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; მან აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პრიორიტეტულად მიიჩნევს მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებასა და მხარდაჭერას. წარმატებები უსურვა ყველა მონაწილეს.
საერთაშორისო კონფერენციის - „ფარისებრი ჯირკვლის ენდოსკოპიური ქირურგია - თანამედროვე მიდგომები“ - ჩატარების იდეა და მისი განხორციელება დადებითად შეაფასა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება ფატმა ჯერენ იაზგანიმ.  
კონფერენციის მონაწილეებს მიმართა თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა დავით მეტრეველმა.
მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ თურქეთის რესპუბლიკის წამყვანი უნივერსიტეტის -ეგეოსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
კონფერენციის მონაწილეთათვის მოეწყო ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის - ტრანსორალური თიროიდექტომიის ტრანსლირება. 
კონფერენციას ესწრებოდა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე პაატა ბუკია.
აქვე აღსანიშნავია, რომ კონფერენციის დაწყებამდე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ფატმა ჯერენ იაზგანი, პირადად ესაუბრა თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას. მან თავისი კეთილგანწყობა დაადასტურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ, სადაც 2300-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს 65 ქვეყნიდან და მზადყოფნა გამოთქვა მომავალი თანამშრომლობისთვის.