საჯარო ლექცია - სტრესის ცილები და ანთებითი დაავადებები”

საჯარო ლექცია - სტრესის ცილები და ანთებითი დაავადებები”

2019 წლის 26 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ხელმძღვანელმა, მედიცინის, სტომატოლოგიისა და სიცოცხლის მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებულმა დეკანმა, პროფესორმა ჯონ ვილიამსმა (დიდი ბრიტანეთი) წაიკითხა საჯარო  ლექცია ”სტრესის ცილები და ანთებითი დაავადებები”.

ლექციას დაესწრნენ თსსუ-ის სტუდენტები, რეზიდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. 

პროფესორი ჯონ ვილიამსისთვის ლექციის თემა მისი ინტერესის უმთავრეს სფეროს წარმოადგენს. ის მოხარული იყო, გამოცდილება გაეზიარებინა თსსუ-ის სტუდენტებისთვის და რეზიდენტებისთვის, ასევე, მათი პედაგოგებისთვის.

როგორც პროფესორმა ჯონ ვილიამსმა აღნიშნა, მას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განვითარების მიმართულება ძალიან მოსწონს, იცნობს სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობენ გაცვლით პროგრამაში და ძალიან კმაყოფილია მათი შრომისმოყვარეობითა და აკადემიური მოსწრებით.

ლექციის დასასრულს, მსმენელებმა აღნიშნეს, რომ ლექცია მათთვის  ახალ და საინტერესო ინფორმაციას მოიცავდა, მადლობა გადაუხადეს პროფესორ ჯონ ვილიამსსა და ლექციის ორგანიზატორებს.

იხილეთ სტატია ნიუპოსტსზე