სამეცნიერო პიკნიკი ბათუმში

სამეცნიერო პიკნიკი ბათუმში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“–ის ფარგლებში, მიმდინარე  წლის 23 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. 

ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციისა და გენერალ   მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მიერ ჩატარდა ტრენინგი - „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, დაზიანებული პირის მენეჯმენტი“. ღონისძიებაზე თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა: საბა მამნიაშვილმა, დავით ნარტყოშვილმა, მარიამ ბულისკერიამ, თამარ მიხელიძემ და თსსუ-ის კურსდამთავრებულმა გიორგი აფციაურმა სპეციალური მულაჟების  გამოყენებით  წარადგინეს  ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერების, ჭრილობაზე დამწოლი ნახვევის დადების, ინექციების, გულ-ფილტვის რეანიმაციის, პერიფერიული ვენის კათეტერიზაციის მანიპულაციები.