სამუშაო შეხვედრა თსსუ-ში Clarivate Analytics-ის წარმომადგენლებთან

სამუშაო შეხვედრა თსსუ-ში Clarivate Analytics-ის წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს კომპანია Clarivate Analytics-ის რეგიონულმა წარმომადგენლებმა - ვალენტინ ბოგოროვმა და აიგუნ ბაბაზადემ. შეხვედრა ეხებოდა სამეცნიერო ლიტერატურის ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზის, Web of Science-ის შესაძლებლობების და გამოწვევების გამოყენებას.  შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სამეცნიერო ლიტერატურაზე წვდომის გაუმჯობესების პრაქტიკული მაგალითები, სამეცნიერო ნაშრომების კლასიფიკატორების შედგენის და მკვლევართა სამეცნიერო პროდუქტიულობის ინდექსების გამოთვლის პრინციპები. 

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ-ის პროფესორები, მეცნიერ-თანამშრომლები, მოწვეული პედაგოგები, დოქტორანტები და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები. შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა, თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.