სამუშაო შეხვედრა თსსუ-ის აფილირებულ და პარტნიორ კლინიკებთან

სამუშაო შეხვედრა თსსუ-ის აფილირებულ და პარტნიორ კლინიკებთან

2019 წლის 20 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის აფილირებულ და პარტნიორ  კლინიკებსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ-ის ადმინისტრაცია, უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტებისა და კლინიკების ხელმძღვანელები. 

შეხვედრა ოფიციალურად გახსნა და სტუმრებს მიესალმა თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელმაც უნივერსიტეტის აფილირებული და პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, მჭიდრო თანამშრომლობისათვის და ისაუბრა ურთიერთობების პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე, თსსუ-ის მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ კლინიკურ დარგში, პროფესორმა გია ბურკაძემ წარადგინა პრეზენტაცია პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის შესახებ, სადაც დაწვრილებით განიხილა ახლად დაფუძნებული ლაბორატორიის შესაძლებლობები და უპირატესობები.  პრეზენტაციამ დამსწრეთა საზოდადოების დიდი ინტერესი გამოიწვია,  დაისვა შეკითხვები, რომელსაც მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა.