საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია

2018 წლის 18 აპრილს, თსსუ-ში დაინტერესებული სტუდენტებისა  და კურსდამთავრებულებისათვის,  გაიმართება საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ფაკულტეტზე არსებული სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაციები.

ღონისძიების ფარგლებში  სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელების მიერ მოხდა დეტალური  ინფორმაციის მიწოდება სასწავლო კომპონენტების, მიღებული კვალიფიკაციის,  დასაქმების პერსპექტივების და სხვა  მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი სამაგისტრო პროგრამები:

  •  “საზოგადოებრივი ჯანდაცვა” - ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან ბარამიძე;
  • “ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება” - ხელმძღვანელი, ასოცირებული   პროფესორი ირინე ზარნაძე;  
  • “ეპიდემიოლოგია და გარემოს მედიცინა” - ხელმძღვანელები: პროფესორი ირაკლი მჭედლიშვილი,   პროფესორი რევაზ კვერენჩხილაძე; 
  • “ჯანდაცვის ადმინისტრირება და მენეჯმენტი” - ხელმძღვანელი, პროფესორი ოთარ გერზმავა. 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახური, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური.