სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური  ცენტრის დირექტორის,  ვალერი ახალკაცის ვიზიტი ტარტუს უნივერსიტეტში

სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის დირექტორის, ვალერი ახალკაცის ვიზიტი ტარტუს უნივერსიტეტში

2019 წლის 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, თსსუ–ის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური  ცენტრის დირექტორი, ვალერი ახალკაცი, ERASMUS+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდა ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი), სადაც ფიზიოთერაპიის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს ჩაუტარა ლექცია და სემინარი. ვიზიტისას, ბატონმა ვალერი ახალკაცმა გამართა  შეხვედრა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან, რომელსაც ესწრებოდნენ პროფესორები: ვაჰურ ოპიკი, ევე უნტი და ფიზიოთერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ელენა სოკკი. გაიმართა  დისკუსია სასწავლო პროგრამების, კურიკულუმის მოცულობისა და შინაარსის შესახებ, მიზნად დაისახა პროგრამების შესაბამისობის შეფასება, რომელიც საშუალებას მისცემს აღნიშნულ უნივერსიტეტებს ეფექტურად ჩაერთონ აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში. 

ბატონმა ვალერი ახალკაცმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო ტარტუს უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა სპორტული მედიცინის მიმართულების დაარსების საიუბილეო, მესამოცე წლისთავს. ღონისძიებაზე ქართველმა ექიმმა წარადგინა მოხსენება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  სპორტულ კარდიოლოგიაში  არსებული გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ. კონფერენციის დასასრულს გაიმართა სამეცნიერო სესია, რომელსაც უძღვებოდა ევროპის სპორტული კარდიოლოგიის სექციის ხელმძღვანელი და  ლონდონის წმინდა გიორგის  უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ პაპადაკისი.