სტუდენტთა სტაჟირება ზლოტოვის (პოლონეთი) სარეაბილიტაციო ცენტრში

სტუდენტთა სტაჟირება ზლოტოვის (პოლონეთი) სარეაბილიტაციო ცენტრში

2018 წლის 3-17 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის 11 სტუდენტი, თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მიხეილ დიაკონიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ ზლოტოვის (პოლონეთი) სარეაბილიტაციო ცენტრ -,,ზაბაიკა 2"-ში. სტაჟირების პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ საქმიანობას, რომლის დროსაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, თავად განეხორციელებინათ მანიპულაციები. ცენტრი განთავსებულია კინეზოთერაპიის, სპაიდერის, მუსიკის თერაპიის, მასაჟის, ცურვის და სხვა რეაბილიტაციისათვის საჭირო სამანიპულაციო ოთახები, სადაც ქართველი სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული პრაქტიკულ საქმიანობაში.

სტაჟირების პროგრამამ წარმატებით ჩაიარა,  ცენტრის მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის გაგრძელების დიდი ინტერესი.