სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენების გამოცდილება  საერთაშორისო ფორუმზე

სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენების გამოცდილება საერთაშორისო ფორუმზე

2018 წლის 23-28 მაისს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა დელეგაციამ: პროფესორი შალვა ზარნაძე, პროფესორი ლევან ბარამიძე,  ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე, ასოცირებული პროფესორი ზურაბ სიხარულიძე და ასისტენტ პროფესორი დევი ტაბიძე, მონაწილეობა  მიიღეს მეექვსე საერთაშორისო ხმელთაშუაზღვისპირეთის ინტერდისციპლინარულ ფორუმში-,,სოციალური მეცნიერებები და ჰუმანიტარული დარგები”. ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ ესპანეთში ქალაქ ბარსელონაში.

ღონისძიებაზე დელეგაციამ  წარადგინა მოხსენება “საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგებში მტკიცებითი მედიცინისა და შემთხვევის შესწავლის მეთოდის გამოყენების გამოცდილების შესახებ”. უკვე 15 წელია უცხოელი პარტნიორების (აშშ, კანადა, ნორვეგია, ინგლისი) ხელშეწყობით დაინერგა და წარმატებით ხორციელდება სწავლების თანამედროვე მეთოდის გამოყენება, რომლის მიზანია ჩამოუყალიბოს მომავალ სპეციალისტს კრიტიკული აზროვნების უნარი, ხელი შეუწყოს ოპერატიული გადაწყვეტილების მიღებაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და ახალი სტრატეგიების შემუშავებაში.     

მოხსენებით წარსდგა ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე.  

ფორუმზე გაიმართა დისკუსია და მოწონებული იქნა საქართველოს გამოცდილება. ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება  ნაშრომის ევროპის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, როგორც სასწავლო ასევე სამეცნიერო მიმართულებით.