ტრენინგი – სპეციფიკური ორთოპედიული ტესტები ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში

ტრენინგი – სპეციფიკური ორთოპედიული ტესტები ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში

2019 წლის 17–18 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო საზოგადოების  ხელმძღვანელი თათია ფაჩუაშვილის ორგნიზებით, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა ტრენინგი  თემაზე– „სპეციფიკური ორთოპედიული ტესტები ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში“.

ტრენინგს უძღვებოდა თსსუ–ს ტრავმატოლოგია-ორთოპედიის კათედრის ასოცირებული პროფესორი ლევან ჩიკვატია. ბატონმა ლევანმა  სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ორთოპედიის აქტუალურ საკითხებზე. ტრენინგი საკმაოდ ინტერაქტიული აღმოჩნდა, ყველა სტუდენტს ჰქონდა ორთოპედული ტესტების პრაქტიკულად ჩატარების საშულება, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.  ღონისძიებას ესწრებოდნენ ფიზიკური მედიცნის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები, ტრენინგის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.