ტურნირი მინი-ფეხბურთში

ტურნირი მინი-ფეხბურთში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით (სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოლომონ ერგემლიძე) და სპორტისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით, 27 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით, მიმდინარეობდა ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირში მონაწიელობდა 12 გუნდი. 

ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ : „მე-4 ინტერნაციონალი“ და „მკურნალი“. შეხვედრა დამთავრდა ანგარიშით 7:6 „მე-4 ინტერნაციონალი“-ს სასარგებლოდ.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ: „სამედიცინოს მილანი“ და „გლადბახი“, სადაც ძირითადი და დამატებითი დრო დამთავრდა 1:1. პენალტების სერიაში გაიმარჯვა „გლადბახ“-მა.

მე-3 ადგილი დაიკავა გუნდმა „სამედიცინოს მილანი“, მე-2 ადგილი დაიკავა გუნდმა „გლადბახ“-მა ხოლო პირველი ადგილი დაიკავა „მე-4 ინტერნაციონალი“-მა.

დასახელდნენ საუკეთესო ფეხბურთელი - სტუდენტები:  საუკეთესო მეკარე- შოთა ბერიძე, მედიცინის ფაკულტეტის II  სემესტრელი, საუკეთესო გოლის ავტორი - გეგი ბაქრაძე, მედიცინის ფაკულტეტის II  სემესტრელი, ბომბარდირი გახდა - ვასილ კვანჭიანი - მედიცინის ფაკულტეტის II  სემესტრელი. საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა გიორგი პაიჭაძე - ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის VI სემესტრის სტუდენტი.

ტურნირის მთავარი მსაჯი გახლდათ აქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე ბატონი ვახტანგ ბაქანიძე.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებითა და მედლებით.

თსსუ -ის თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოლომონ ერგემლიძემ და თსსუ -ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ბატონმა ზაურ ფხალაძემ  შეარჩიეს  საუკეთესო ფეხბურთელები თსსუ -ის  „ფუტსალი“-ს ნაკრები გუნდისათვის.