ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენელთა ვიზიტი თსსუ-ში

ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენელთა ვიზიტი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ა.წ.  4 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატებიდან,  ვირჯინიის  პოლიტექნიკური  უნივერსიტეტის  საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, პროფესორ  ვენ  კრაუდერის   ხელმძღვანელობით, ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის  შემადგენლობაში იყვნენ: პროფესორი ანდრე მიულენერი, ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კარილიონის მედიცინის სკოლის წარმომადგენელი და ჯოშუა ანდერსონი, ამავე  უნივერსიტეტის  საერთაშორისო კვლევის, განათლებისა და განვითარების ცენტრის ბიზნესის განვითარების  მიმართულების დირექტორი. 

აშშ-ის დელეგაციას  თან  ახლდა  ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს უმაღლესი განათლების პროექტის დირექტორი - ბატონი ნოდარ  სურგულაძე. 

აღსანიშნავია,  რომ ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დელეგაცია  საქართველოში  იმყოფება საქართველოს მთავრობის მოწვევით.  ვიზიტის მიზანია, დელეგაცია გაეცნოს საქართველოს სამედიცინო განათლების სექტორს და განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან განიხილოს შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები.    

თსსუ-ში  ვიზიტით  დელეგაციის  წევრები  გაეცნენ   სამედიცინო  უნივერსიტეტში  არსებულ   საგანმანათლებლო  პროგრამებს,  უნივერსიტეტის წარმატებებსა  და განვითარების სტრატეგიას.

სტუმრებს მასპინძლობდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და ვიცე-რექტორები:პროფესორი ხათუნა თოდაძე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და ასოცირებული პროფესორი  ირაკლი კოხრეიძე. მათთან ერთად  შეხვედრას  თსსუ-ის მხრიდან  ესწრებოდნენ, ასევე: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი ქეთევან ებრალიძე; სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია; რექტორის აპარატის უფროსი, ქალბატონი ირინა კაპეტივაძე; დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ასოცირებული  პროფესორი  ეკა ეკალაძე და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი, ასისტენტ-პროფესორი თინათინ კილასონია.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.  თსსუ-ის ადმინისტრაციის  წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტის ხედვა, მისია და მიზნები, გაუზიარეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ აკადემიური, კვლევითი და კლინიკური საქმიანობის მიმართულებით. განსაკუთრებული დაინტერესება სტუმრების მხრიდან  დიპლომისშემდგომმა  განათლებამ,  საექთნო  პროგრამამ  და  თსსუ-ის  საუნივერსიტეტო  კლინიკების ეფექტური საქმიანობის  განხილვამ  გამოიწვია.