წარმატებით ჩატარებული კიდევ ერთი ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდა

წარმატებით ჩატარებული კიდევ ერთი ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდა

2020 წლის 14 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში, მედიცინის ფაკულტეტის VII და VIII სემესტრის  სტუდენტებისთვის, ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდა ერთდროულად მიმდინარეობდა  მეანობა-გინეკოლოგიასა და პედიატრიაში. ასევე, ჩატარდა  დამამთავრებელი გამოცდა მედიცინის ფაკულტეტის XII სემესტრის სტუდენტებისთვის.  

ამჯერად, ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდა  მედიცინის ფაკულტეტის VII და VIII სემესტრის 600-ზე მეტი სტუდენტისათვის, 12 საგამოცდო სადგურზე ჩატარდა.  ასეთივე ფორმატით  განხორციელდა  ოსკის გამოცდა  შინაგან მედიცინაშიც. 

ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდა საშუალებას იძლევა ერთდროულად შეფასდეს, როგორც ცოდნა, ასევე კომუნიკაციური და კლინიკური უნარ–ჩვევები.  მომავალი მედიკოსებისთვის ეს გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, გამოცდასაც ძალიან დიდი ფუნქცია და მნიშვნელობა ენიჭება. მისი წარმატებით განხორციელება თსსუ-ის  კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის და დეპარტამენტის, პედიატრიის და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტების ერთობლივი ძალისხმევის, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანატის  უდიდესი მხარდაჭერისა და  სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ჩართულობის შედეგია. 

უნდა აღინიშნოს, რომ ოსკის გამოცდამ მაღალი შეფასება დაიმსახურა, როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ მასწავლებლების  მხრიდან.