კონფერენცია - სამედიცინო და ჯანმრთელობის ფიზიკა, თანამედროვე ტრენდები სამედიცინო ტექნოლოგიებში

კონფერენცია - სამედიცინო და ჯანმრთელობის ფიზიკა, თანამედროვე ტრენდები სამედიცინო ტექნოლოგიებში

2019 წლის 14 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა მე-10 სტუდენტური კონფერენცია - ,,სამედიცინო და ჯანმრთელობის ფიზიკა, თანამედროვე ტრენდები სამედიცინო ტექნოლოგიებში“.

კონფერენციის დაწყებამდე სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორმა, რატკო მაგჯიარევიკმა (Prof. Ratko Magjarević, ზაგრები, ხორვატია), რომელიც თბილისის მერიის დაფინანსებით იმყოფება საქართველოში. პროფესორი  რატკო მაგჯიარევიკი თსსუ-ის სტუდენტებს ესაუბრა თანამედროვე მიღწევების შესახებ სამედიცინო ფიზიკაში, რის შემდეგაც კონფერენციაზე წარჩინებულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები ქართულ და ინგლისურ ენებზე.